დე შილიო: "მილანის" კაპიტნობა მსურს"

28-12-2016, 16:47

"მილანის" მცველმა, მატია დე შილიომ საკუთარი მოსაზრება კაპიტნობის თაობაზე გამოთქვა.

"მინდა, რომ "მილანის" კაპიტანი ვიყო. ერთხელ უკვე, როდესაც ახალგაზრდულ შემადგენლობაში ვთამაშობდი, კლუბს ვკაპიტნობდი და ვიცი რა პასუხისმგებლობაცაა.

როდესაც პირველად დონარუმასა და ლოკატელის თამაში ვნახე ძალიან პატარა ვიყავი და მათ ჩემზე შთაბეჭდილება მაოხდინეს. კარგი იქნება თუ ჯანლუიჯი იმავე სულისკვეთებით გააგრძელებს. ლოკატელი მხოლოდ 18 წლისაა, მაგრამ უკვე კარგად თამაშობს.

ახლა ჩვენ საუკეთესო ახალგაზრდა იტალიელები გვყავს და ეს შესანიშნავია. ეს ბიჭები "მილანის" მომავლები არიან. ამ მომენტში ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაა." - განაცხადა იტალიელმა.

17 ტურის შემდეგ "როსონერები" 33 ქილით მე-5 ადგილს იკავებენ.


საინტერესო

araushavs moitmine :D
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით