"მილანმა" დონარუმასთვის ახალი კონტრაქტი მოამზადა

28-12-2016, 20:37

იტალიური სპორტული პრესის ინფორმაციით, "მილანმა" 17 წლის გოლკიპერისთვის ჯანლუიჯი დონარუმასთვის ახალი კონტრაქტი მოამზადა, რომლის გაფორმებასაც მაშინვე აპირებს, როდესაც მეკარე 18 წლის გახდება.

"მილანის" ახალი ხელმძღვანელობა, რომელიც გუნდს გაზაფხულიდან ჩაიბარებს, მზადაა დონარუმასთან ახალი, 5 წლიანი ხელშეკრულება გააფორმოს, რომლის მიხედვითაც, იტალიელი გოლკიპერი 50 მილიონ ევროს მიიღებს. ასევე, კონტრაქტში იდება რამდენიმე პუნქტი, რომლის მეშვეობითაც ჯიჯი დამატებითი თანხის გამომუშავებასაც შეძლებს.

თინეიჯერი მეკარე "მილანის" ძირითადი გუნდის ღირსებას 2015 წლიდან იცავს. რამდენიმე დღის წინ მან გუნდთან ერთად პირველი ტიტულიც მოიპოვა, დოჰაში გამართულ იტალიის სუპერთასის შეხვედრაში "მილანმა" ტურინის "იუვენტუსი" დაამარცხა.


საინტერესო

  • beka10
  • 28 დეკემბერი 2016 20:38
ბუფონის ღირსეული მემკვიდრეა!
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით