“არსენალმა“ ვენგერის შემცვლელს მიაგნო

28-12-2016, 23:39

ინგლისური Sun-ის ინფორმაციით, ლონდონის "არსენალში" უკვე ლეგენდად ქცეული არსენ ვენგერის ერა დასასრულს უახლოვდება. გამოცემა გვაუწყებს, რომ "მეთოფეთა" ახალ მთავარ მწვრთნელად შესაძლოა ამჟამად "იუვენტუსის" დამრიგებელი მასიმიალიანო ალეგრი მოგვევლინოს.

იტალიელი სპეციალისტისა და "იუვენტუსის" გზების გაყრის შესახებ პრესაში უკვე გაჟონა ინფორმაციამ. გამოცემები იმასაც ამბობენ, რომ ალეგრი გუნდის ხელმძღვანელობას ეჩხუბა, ხოლო გუნდის კაპიტანთან ჯანლუიჯი ბუფონთან ცუდი ურთიერთობა აქვს. ჯერჯერობით უამრავი დეტალი საზოგადოებისთვის ცნობილი არაა, თუმცა იტალიელის "იუვენტუსიდან" წასვლა ზაფხულამდე დიდი ალბათობით არ მოხდება.

რაც შეეხება ვენგერს, იგი "არსენალის" მწვრთნელის პოსტზე უკვე 20 წელია იმყოფება, თუმცა ბოლო წლებია გუნდს ღირებული ვერაფერ შეძინა. გუნდის გულშემატკივართა დიდი ნაწილი მას პატივს სცემს, თუმცა იქვე დასძენს, რომ მისი პენსიაზე გასვლის დროა.


საინტერესო

  • beka10
  • 28 დეკემბერი 2016 23:39
rogorc chans arsenalshi didi epoqa dsruldeba :/
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით