ბაკაიოკი: "მონაკოს არ დავტოვებ"

29-12-2016, 00:02

მოგეხსენებათ, ბოლო დროს სულ უფროდაუფრო ბევრი იწერება ახალგაზრდა ფრანგი ნახევარმცველის, ტიმო ბაკაიოკოს მომავლის შესახებ. ცნობილი ევროპული გამოცემების ინფორმაციით, იგი სულ მალე "მონაკოს" დატოვებს და რომელიმე ინგლისურ გრანდში გადავა. თუმცა ამ ყველაფერზე კომენტარი თავად ნახევარმცველმა გააკეთა და თქვა, რომ იგი ფრანგული კლუბის დატოვებას არ გეგმავს.

"არ ვაპირებ რომ "მონაკო" დავტოვო. ნამდვილად არ მაქვს აქედან წასვლის სურვილი. მართლაც ძალიან კარგი 6 თვე მქონდა, თუმცა ჯერ სეზონი არ დამთავრებულა."

"რა თქმა უნდა, პრემიერლიგაში თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა, თუმცა მე არანაირი მიზეზი არ მაქვს იმისა, რომ "მონაკო" ზამთარში დავტოვო."

"ახლა მხოლოდ ორი დიდი მიზანი მაქვს. მოვიგო საფრანგეთის ლიგა 1 და ჩემპიონთა ლიგაზე მაქსიმალურად შორს გავიდეთ." - განაცხადა 22 წლის ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ ბაკაიოკოს შეძენით ლონდონის "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" არიან დაინტერესებული.


საინტერესო

  • Sandro
  • 29 დეკემბერი 2016 00:03
ეს მაგარი ბიჭი იზრდება
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით