10 შემთხვევა, როცა მსაჯები "ბარსელონას" დაეხმარნენ

29-12-2016, 12:55

მოგეხსენებათ, კატალონიის "ბარსელონას" მიმართ გულშემატკივართა ნაწილი ყოველთვის აპელირებს, რომ ამ გუნდს მსაჯების მხრიდან ფარული მხარდაჭერა აქვს და ხშირად ეს ყველაფერი ყველანაირ ზღვარსაც კი სცდება. ერთ-ერთმა ანალიტიკურმა სპორტულმა გამოცემამ წარსულს გადახედა და არბიტრების მიერ "ბლაუგრანას" სასარგებლოდ გამოტანილი 10 ყველაზე ხმაურიანი გადაწყვეტილება მიმოიხილა.


10) "ბარსელონა" - "გიოტენბორგი" 3:0 (1986) 

1986 წელს "ბარსელონა" საკუთარ პირველ ევროპულ ტიტულთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში ესპანელები შვედურ "გიოტენბორგთან" მოულოდნელად 0:3 დამარცხდნენ. განმეორებითი შეხვედრა "კამპ ნოუზე" შედგა, რომლის ძირითადი დრო "ბარსამ" 3:0 მოიგო, ხოლო პენალტების სერიაში 5:4 იმარჯვა და სკანდინავიელები ასპარეზობას გამოთიშა, თუმცა მატჩის მსვლელობისას 2 ძალიან სკანდალური ფაქტი მოხდა. როდესაც ანგარიში 1:0 იყო, "გიოტენბორგმა" 2 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა ისინი მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობიდან გატანილად მიიჩნია და გააუქმა. განსაკუთრებით საინტერესო მეორე მომენტი იყო, როდესაც თავიდან არბიტრმა შვედებს გოლი ჩაუთვალა, თუმცა როდესაც "ბარსელონას" ფეხბურთელებმა მასთან კამათი დაიწყეს, გადაწყვეტილება შეცვალა.


9) "ბარსელონა" - "ჩელსი" 2:1 (2005)

ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ შეხვედრაში "კამპ ნოუზე" "ჩელსი" პირველი ნახევრის შემდეგ 0:1 იგებდა, თუმცა მთავარი მოვლენები მეორე ტაიმში განვითარდა. მატჩის მთავარმა მსაჯმა ანდერს ფრისკმა ვიქტორ ვალდესთან შეჯახების შემდეგ დიდიე დროგბა მოედნიდან საკამათო ვითარებაში გააძევა. ამის შემდეგ "ბარსელონამ" შეხვედრის სცენარი შეცვალა, მაქსი ლოპესმა და სამუელ ეტო'ომ კატალონიელებს გამარჯვება მოუტანეს. შეხვედრის შემდეგ ჟოზე მოურინიო მსაჯების ოთახში შევიდა და იქ რა მოხდა, არავინ იცის.


8) "ჩელსი" - "ბარსელონა" 1:2 (2006)

ერთი წლის შემდეგ "ბარსა" და "ჩელსი" ერთმანეთს კვლავ მერვედფინალში შეხვდნენ. ორი მატჩის ჯამში გამარჯვება კატალონიელებმა მოიპოვეს (4:2), თუმცა ისევ საეჭვო ვითარებაში. განმეორებითი შეხვედრის პირველ ტაიმში "სტემფორდ ბრიჯზე" ლიონელ მესის წინააღმდეგ უხეშობისთვის ასიერ დელ ორნომ წითელი ბარათი მიიღო, თუმცა იმ მომენტში მსაჯს სხვაგვარად მოქცევაც შეეძლო. იმ დროს ანგარიში 0:0 იყო, საბოლოოდ კი მატჩი კატალონიელებმა 1:2 მოიგეს. აი, რა განაცხადა მოურინიომ თამაშის დასრულების შემდეგ: "ქალაქი ბარსელონა მსოფლიოს ერთ-ერთი კულტურული კერაა, მათი გუნდიც მოედანზე ყოველთვის კარგ თეატრალურ წარმოდგენას დგამს".


7) "ბარსელონა" - "არსენალი" (2006)

2006 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი. მე-18 წუთზე მსაჯმა იენს ლემანი გააძევა. ამის მიუხედავად, "არსენალმა" დაწინაურება მაინც შეძლო, თუმცა შეხვედრის მეორე ტაიმში "ბარსამ" სიტუაცია გამოასწორა და ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჯილდო ისტორიაში მეორედ დაისაკუთრა.


6) "ჩელსი" - "ბარსელონა" 1:1 (2009)

ძველი ნაცნობების კიდევ ერთი შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. პირველი მატჩი ესპანეთში 0:0 დასრულდა, განმეორებით დაპირისპირებაში კი ანგარიში ლონდონელებმა გახსნეს, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ანდრეს ინიესტამ შორიდან გაისროლა და თავისიანები ფინალში გაიყვანა. იმ მატჩის არბიტრი ტომ ჰენინგ ოვრებო ყველას ძალიან კარგად ახსოვს. მან თამაშის მსვლელობისას "ბარსას" სასარგებლოდ ბევრი საკამათო ეპიზოდი გადაწყვიტა, მათ შორის რამდენჯერმე არ დანიშნა პენალტი საჯარიმოში ხელით თამაშისთვის. მოვლენების დასრულების შემდეგ პირდაპირ მოედანზევე დიდიე დროგბა ოვრებოს უწმაწური სიტყვებით მოიეხსენიებდა. ამის შემდეგ აღნიშნული არბიტრი უეფას ეგიდით ჩატარებულ თამაშებზე აღარ გვინახავს.


5) "ბარსელონა" - "ინტერი" 1:0 (2010)

მატჩი, რომელშიც რამდენიმე საკამათო ეპიზოდი "ბარსას" საწინააღმდეგოდაც გადაწყვიტეს. ამ ნახევარფინალური დაპირისპირების პირველი რაუნდი იტალიაში "ინტერმა" 3:1 მოიგო, მეორე თამაშში კი ჟოზე მოურინიომ "ბლაუგრანას" საოცრად დაცვითი ტაქტიკა შესთავაზა. მატჩის პირველ ტაიმში ტიაგო მოტა ლომბარდიელებს საკამათო ვითარებაში გაუძევეს, თუმცა "ნერაძურიმ" სასურველ შედეგს მძიმე ბრძოლის შემდეგ მაინც მიაღწია. ალბათ ყველას გვახსოვს იმ შეხვედრიდან სერხიო ბუსკეტსის ცნობილი "გამოხედვა".


4) "ბარსელონა" - "არსენალი" 3:1 (2011)

ერთადერთი შემთხვევა, როდესაც "მეთოფეებს" "ბარსელონას" საპლეიოფო ეტაპიდან გამოთიშვის შესანიშნავი შანსი ჰქონდათ. ლონდონში მოგებული მატჩის შემდეგ (2:1), არსენ ვენგერმა ჟოზე მოურინიოსებრი ტაქტიკა აირჩია და მის გუნდს კარისკენ ერთხელაც არ დაურტყამს, თუმცა სერხიო ბუსკეტსის ავტოგოლის წყალობით იგი მიზანთან ახლოს იყო. ანგარიშზე 1:1 მატჩის მთავარმა არბიტრმა რობინ ვან პერსის მეორე ყვითელი ბარათი იმის გამო უჩვენა, რომ სასტვენის შემდეგ "ბარსელონას" კარისკენ დაარტყა. მსგავს სიტუაციაში არბიტრს ფეხბურთელი მოედნიდან გაეძევებინოს, ალბათ ფეხბურთის ქომაგს არ გაახსენდება. კაცნაკლულ "არსენალთან" შეხვედრის ბედი "ბლაუგრანამ" უკვე მარტივად გადაწყვიტა.


3) "რეალი" - "ბარსელონა 0:2 (2011)

ისევ ჟოზე მოურინიო, ამჯერად მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის რანგში. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი, რომელიც მაყურებელს ლიონელ მესის დაუჯერებელი გოლით ემახსოვრება. ამ შეხვედრიდან კიდევ ერთი მომენტი იპყრობს ყურადღებას, კერძოდ, პორტუგალიელი პეპეს მოედნიდან გაძევება დანი ალვეშთან უხეშობის გამო. არავინ იცის, პეპეს ცუდმა რეპუტაციამ მოახდინა გავლენა არბიტრზე, თუ რამ, მაგრამ გამეორებებიდან კარგად გამოჩნდა, რომ პორტუგალიელი ბრაზილიელს იმ მომენტში საერთოდ არ შეხებია. ეპიზოდის შემდეგ კამათისთვის მსაჯმა პეპეს ჟოზე მოურინიოც მიაყოლა. ნამატჩევს "განსაკუთრებულმა" განაცხადა: " 2009 წელს "ბარსელონა" "ჩელსის" სკანდალურად გაცდა, იგივე ხდება დღესაც. იმედი მაქვს, ისინი ერთ დღეს ტიტულს პატიოსნად მოიგებენ". 


2) "ბარსელონა" - "მილანი" 3:1 (2012)

"სან სიროზე" ნულოვანი ფრის შემდეგ "კამპ ნოუზე" ანტონიო ნოჩერინოს ადრეული გოლის წყალობით "როსონერი" დაწინაურდა, თუმცა პირველი ტაიმის დასრულებამდე "ბარსა" უკვე 2:1 იგებდა, ორივე ბურთი ლიონელ მესიმ პენალტიდან გაიტანა. მეორე პენალტის ეპიზოდი განსაკუთრებით სკანდალური აღმოჩნდა, როდესაც არბიტრმა კუთხურისას საჯარიმოში ალესანდრო ნესტა სერხიო ბუსკეტსის წინააღმდეგ უხეშობაში დაადანაშაულა. ეს მომენტი იდენტური იყო ყველა იმ მომენტისა, რომელსაც ყოველ კვირას ვხედავთ. კერძოდ, ალბათ ფეხბურთის გულშემატკივარს არ გაახსენდება ეპიზოდი, როდესაც კუთხურის ჩაწოდების დროს მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები საჯარიმოში ერთმანეთს არ ეძიძგილავებოდნენ, ასეთ დროს პენალტი ფაქტობრივად არ ინიშნება. ნესტასა და ბუსკეტსის ეპიზოდმა მატჩზე უდიდესი გავლენა იქონია, ამის შემდეგ "ბლაუგრანას" მომდევნო ეტაპზე გასვლის საკითხი კითხვისნიშნის ქვეშ არ დაუყენებია. ნამატჩებს იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა: "ფაქტია, რომ უეფა ყველანაირად ცდილობს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს "რეალი" და "ბარსელონა" შეახვედროს".


1) "ბარსელონა" - "ატლეტიკო" 2:1 (2016)

2016 წლის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველი რაუნდი "როხიბლანკოს" კარნახით მიდიოდა, თუმცა ფელიქს ბრიხმა ფერნანდო ტორესს ორი ყვითელი ბარათი უჩვენა და ამის შემდეგ მადრიდელთათვის ყველაფერი აირია, "ბარსელონამ" 2:1 მოიგო, თუმცა განმეორებით შეხვედრაში "ვისენტე კალდერონზე" დიეგო სიმეონეს გუნდმა 2:0 იმარჯვა და შემდეგი ეტაპის საგზურიც მოიპოვა.


საინტერესო

  • beka10
  • 29 დეკემბერი 2016 12:55
საინტერესოა, მაგრამ ყველაფერში ვერ დავეთანხმები
  • SPAIN
  • 29 დეკემბერი 2016 19:59
me_8 mourinios mokvla mominda :D
2009 wels chelseastan barcam chaijva mara mainc gavida
ratqmaunda msajis daxmarebit
amas bevri culec agiarebs
xan isea xan ase ras izam
  • Demetre
  • 28 თებერვალი 2017 09:17
erti kitxvac maqvs 2009 wels barcelonasa da chesis shexvedrashi msajma witele barati barsas fexburtels rom misca eg ra iyo kai isini martla penaltebi iyo magram nu imaze witeli ar unda mieca arafer are gauketebia
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით