ჟირუმ შესაძლოა "არსენალთან" კონტრაქტი გაახანგრძლივოს

29-12-2016, 15:22

"არსენალის" თავდამსხმელმა, ოლივიე ჟირუმ შესაძლოა ლონდონურ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს.

ფრანგი ფორვარდი კლუბს ევრო 2016-ის გამო გვიან შეუერთდა. მისი დაბრუნების შემდეგ კლუბისახალ ფორვარდად ალექსის სანჩესი მოევლინა, რომელმაც საფუძვლიანად შეცვალა ფრანგი.

პრემიერ ლიგის ბოლო ტურში გამართულ შეხვედრაში, სადაც "არსენალსა" და "ვესტ ბრომვიჩს" შორის გაიმართა, ჟირუმ პირველად დაიწყო ძრითად შემადგენლობაში თამაში ფორვარდის პოზიციაზე, სადაც მან გამარჯვების გოლის გატანაც მოახერხა.

"ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ცოტა გვიან დავბრუნდი სანაკრებო შესვენებიდან. კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში ვიყავი, თუმცა ჩემს პოზიციაზე უკვე ალექსისი თამაშობდა და თავსაც კარგად ართმევდა.

 სეზონის სტარტი ცუდი გამომივიდა, რადგან თვე ნახევარი ტრავმა მაწუხებდა და ვერ ვახერხებდი თამაშს.

ბევრი საუბრობს ახალი კონტრაქტის თაობაზე. შესაძლოა ეს სიმართლეც იყოს, ვნახოთ რა იქნება უახლოეს მომავალში."- განაცხადა ჟირუმ.


საინტერესო

ცუდი ფორვარდი არ არის და გამოადგებათ
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით