ოფიციალურად: რინკონი "იუვენტუსის" ფეხბურთელია

29-12-2016, 22:29

ტურინის "იუვენტუსმა" თავისი პირველი ოფიციალური ტრანსფერი გააკეთა.

"ბებერი ქალბატონების" პირველი შენაძენი 28 წლის ტომას რინკონია, რომელიც "ჯენოას" ღირსებას იცავდა. ტურინელებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 2 მილიონი ევროს გადახდა დასჭირდათ.

რინკონი ტურინულ კლუბში ერთწლიანი იჯარის წესით გადავიდა, მაგრამ, იმ შემთხვევაში თუ ფეხბურთელის გამოსყიდვა დასჭირდათ, "ზებრებს" 7 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.

ტრანსფერი დღეს ოფიციალურად "იუვენტუსის" თვითერის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა, როდესაც ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებისთვის ემზადებოდა.


საინტერესო

azrze ar var vinaa da vnaxot ra gamodgeba
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით