ჯაბა კანკავა საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებასთან ახლოსაა

29-12-2016, 23:16

პოპულარული ფრანგული გამოცემა France Football-ის ინფორმაციით, ფრანგული "რეიმსის" ქართველი ლეგიონერი ჯაბა კანკავა საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებასთან ახლოსაა.

კანკავას "რეიმსი" საფრანგეთის ლიგა 1-დან გასულ სეზონში გავარდა. როგორც გამოცემა გვაუწყებს, უმაღლესი დივიზიონის გუნდ "მეცსა" და "რეიმსს" შორის მოლაპარაკებები საქართველოს ნაკრების კაპიტანის შესახებ ინტენსიურ ფაზაშია შესული და ტრანსფერი შესაძლოა უკვე იანვარშივე განხორციელდეს.

"მეცმა" კვალიფიციური ფეხბურთელების ძებნა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ცნობილი გახდა, რომ გუნდის რამდენიმე საკვანძო ფიგურა იანვარ-თებერვალში სათამაშოდ აფრიკის თასზე გაემგზავრება.

ამ მომენტისთვის "მეცი" საფრანგეთის ჩემპიონატში მე-18 ადგილს იკავებს, ხოლო ჯაბა კანკავას "რეიმსი" ლიგა 2-ში 33 ქულით მე-2 ადგილზეა. 


საინტერესო

  • beka10
  • 29 დეკემბერი 2016 23:17
ჯობია დარჩეს. იქით სეზონში მაინც ამოვა რეიმსი და მეცი დიდი ალბათობით წელს გავარდება
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით