კაშია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში გადადის?

29-12-2016, 23:27

რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და არნემის "ვიტესის" ცენტრალური მცველი გურამ კაშია შესაძლოა ესპანეთის ჩემპიონატის ბინადარ "ბეტისში" აღმოჩნდეს.

ბოლო პერიოდში კაშიას გუნდის ცვლილების შესახებ ბევრი საუბარი მიდიოდა, სახელდებოდა სხავდასხვა ევროპული ჩემპიონატის გუნდები, თუმცა მათ შორის "ბეტისი", რა თქმა უნდა, ქართველი ფეხბურთელისთვის საუკეთესო ვარიანტია. ჯერჯერობით სხვა დეტალები ფართო მასებისთვის უცნობია.

გურამ კაშიამ საფეხბურთო კარიერა თბილისის "დინამოში" დაიწყო. 2010 წელს მერაბ ჯორდანიას ხელშეწყობით იგი ჰოლანდიაში, "ვიტესის" შემადგენლობაში აღმოჩნდა. 29 წლის ქართველს არნემის გუნდთან ამჟამინდელი კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს.

კაშიას საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 50 შეხვედრა აქვს ჩატარებული.


საინტერესო

  • beka10
  • 29 დეკემბერი 2016 23:27
ეს იქნება იდეალური მოვლენა ქართული ფეხბურთისთვის!
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით