კლოპი: "გვარდიოლა ენფილდზე კარგი ფეხბურთის სანახავად მოვიდა"

29-12-2016, 23:28

მერსისაიდული "ლივერპულისა" და "სტოკის" დაპირისპირების დროს კამერებმა ერთი საინტერესო ფაქტი დააფიქსირეს. კერძოდ, ტრიბუნებზე იმყოფებოდა მანჩესტერ "სიტის" ესპანელი მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა. ამ ფაქტს ლივერპულელების დამრიგებელი, იურგენ კლოპი გამოეხმაურა.

"მე მათ დიდ პატივს ვცემ, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ არც გასულ და არც მიმდინარე სეზონში მე "სიტის" სტადიონზე არ ვყოფილვარ."

"რატომ მოვიდა გვარდიოლა ენფილდზე? ალბათ იმიტომ, რომ მას კარგი ფეხბურთის ყურება სურდა." - განაცხადა ხუმრობით იურგენ კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანელი თავკაცის შეგირდებმა აღნიშნულ შეხვედრაში ანგარიშით 4:1 იმარჯვეს და დაიბრუნეს მე-2 ადგილი ცხრილში.

საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით