მარადონა რონალდოზე: "ის ახლა ცუდ ფორმაშია"

29-12-2016, 23:44

იტალიური "ნაპოლის" ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, დიეგო არმანდო მარადონამ მისი ყოფილი გუნდისა და მადრიდის "რეალის" მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უკეთესი იქნებოდა ეს გუნდები ახლა შეხვედროდნენ ერთმანეთს.

"კარგი იქნებოდა, თუ "რეალი" და "ნაპოლი" ახლა შეხვდებოდნენ ერთმანეთს, იმიტომ, რომ კრისტიანო რონალდო ნამდვილად შორსაა საუკეთესო ფორმისგან."

"თუმცა, ვფიქრობ, რომ თებერვალში ის უკვე შესანიშნავ ფორმაში იქნება და თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს გვაჩვენებს." - განაცხადა მარადონამ.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალი" და "ნაპოლი" ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე 15 თებერვალსა და 7 მარტს დაუპირისპირდებიან.


საინტერესო

  • tsandro
  • 30 დეკემბერი 2016 01:14
ვეთანხმები დიეგოს
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით