იტალიური პრესა: სანჩესის სანაცვლოდ "ინტერი" 128 მილიონს იხდის

30-12-2016, 01:22

დღეს იტალიურ მედიაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. გამოცემა Corriere dello Sport-ს ცნობით, მილანის "ინტერის" ახალი ხელმძღვანელობა სერიოზულად არის დაინტერესებული შემადგენლობის გაძლიერებით და მათ ამისთვის სათანადო კანდიდატები უკვე შერჩეული ჰყავთ.

წყაროს ცნობით, მილანელების მთავარი სამიზნე მომავალ სატრანსფერო ბაზარზე ალექსის სანჩესი იქნება. ლონდონის "არსენალის" ჩილელ შემტევს კონტრაქტი კლუბთან 2018 წლამდე აკავშირებს, თუმცა ახალ კონტრაქტზე ფეხბურთელი და გუნდი ვერ თანხმდებიან. 28 წლის ფორვადს გაზრდილი ხელფასი სურს, ამ მოთხოვნას კი "მეთოფეთა" ხელმძღვანელობა ვერ უკმაყოფილებს. სამაგიეროდ "ინტერი" სანჩესის სანაცვლოდ 128 მილიონ ფუნტს ჩამოდის, თავად ფეხბურთელს კი კვირაში 200000-ს სთავაზობს. ეს შეთავაზება როგორც "არსენალისთვის", ასევე სანჩესისთვისაც მომგებიანი ჩანს.

შეგახსენებთ, რომ ჩილელ შემტევს სერია ა-ში თამაშის გამოცდილება აქვს. იგი 2008-2011 წლებში სწორედ იტალიური "უდინეზეს" ღირსებას იცავდა.

საინტერესო

  • tsandro
  • 30 დეკემბერი 2016 02:11
1 წელი დარჩა კონტრაქტში და 128 მილიონი ბევრია მგონი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით