მარსიალის აგენტი: "ფეხბურთელს ესპანეთიდან აქვს შემოთავაზება"

30-12-2016, 02:24

მანჩესტერ "იუნაიტედისა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის, ენტონი მარსიალის აგენტმა განაცხადა, რომ ფეხბურთელს შემოთავაზება აქვს ესპანეთიდან და მან შესაძლოა ზამთარში კლუბი გამოიცვალოს.

"ჩვენ გვაქვს სხვადასხვა შემოთავაზება, მათ შორის ესპანური "სევილიასგანაც"."

"სევილია კარგი კლუბია, რომელიც ლა ლიგაში მშვენიერ პოზიციაზეა და ჩემპიონთა ლიგაზეც ასპარეზობს. ანდალუსიელებს კარგი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ. ჯერ-ჯერობით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ შემოთავაზებას განვიხილავთ." - აცხადებს აგენტი.

შეგახსენებთ, რომ მარსიალი "ოლდ ტრაფორდზე" 2015 წლის ზაფხულში გადაბარგდა და პირველი წლის განმავლობაში იგი გუნდის ერთ-ერთი ლიდერიც გახლდათ, თუმცა კლუბში ჟოზე მოურინიოს მოსვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და დიდი ალბათობით იგი უახლოეს მომავალში "იუნაიტედის" რიგებს დატოვებს.


საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით