ისკოს შეძენით "ტოტენჰემი" ინტერესდება

30-12-2016, 11:52

ბრიტანული გამოცემა Mirror-ის ინფორმაციით ლონდონის "ტოტენჰემი" სერიოზულად არის დაინტერესებული მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა ნახევარმცველის ისკო ალარკონის დამატებით.

24 წლის ფეხბურთელი ზიდანის გუნდში სულ უფროდაუფრო ცოტა დროს იღებს. "ტოტენჰემი" გათამაშების ლიდერ "ჩელსის" 10 ქულით ჩამორჩება და როგორც ცნობილია, "დეზებს" დიდი მიზნები აქვთ მიმდინარე სეზონში. ლონდონელთა არგენტინელი მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო მიიჩნევს, რომ ისკო მისი გუნდის პოტენციალს ერთიორად გაზრდის და იგი სულ მალე "ტოტენჰემის" ლიდერად იქცევა. წინასწარი ინფორმაციით, ტრანსფერზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და საბოლოოდ ყველაფერი მომავალ თვეში გადაწყდება.

შეგახსენებთ, რომ ისკო მადრიდულ გრანდში 2013 წელს გადაბარგდა "მალაგადან", მაგრამ მას შემდეგ ვერცერთი მწვრთნელის ხელში ვერ მოახერხა მან ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება.



საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით