"იუვენტუსი" სანდროს გაუმჯობესებულ კონტრაქტს სთავაზობს

30-12-2016, 17:55

"იუვენტუსის" მცველმა, ალექს სანდრომ შესაძლოა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივოს.

ბრაზილიელ ფეხბურთელს "იუვესთან" მიმდინარე კონტრაქტი 2020 წელს ეწურება.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელით "მანჩესტერ სიტი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" არიან დაინტერესებულნი.

Calciomercato-ს განცხადებით, "ბიანკონერი" მზად არის სანდროს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს, რომელიც 2021 წლამდე იქნება გაწერილი.

გარდა ამისა, "ბებერი ქალბატონები" ფეხბურთელისთვის წლიური გადასახადის 2.8 მილიონიდან 3.5 მილიონამდე გაზრდას სთავაზობენ.

მიმდინარე სეზონში სანდრომ 22 მატჩი ჩაატარა, სადაც 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.


საინტერესო

kargi mcvelia namdvilad
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით