"ლესტერი" - "ვესტ ჰემი"

30-12-2016, 23:32

დღეს, თბილისის დროით 19:00-ზე პრემიერლიგის მოქმედი ჩემპიონი "ლესტერი", რომელიც გასავარდნ ზონასთან ძალიან ახლოსაა და ცუდი პერიოდი უდგას, ბოლო დროს კარგად ათამაშებულ "ვესტ ჰემს" მიიღებს. სლავენ ბილიჩის გუნდმა ბოლო 4 თამაშიდან 3 მოიგო და 22 ქულით ცხრილში მე-11 პოზიციას იკავებს. რაც შეეხება "ლესტერს", მელიები 17 ქულით მე-16 ადგილზე არიან. ჩემპიონი წელს ძალიან ბევრ გოლს უშვებს და იმ ფონზე, რომ "ვესტ ჰემმა" ბოლო 5 შეხვედრაში 9 გოლის გატანა მოახერხა, მათ მინიმუმ ერთი ბურთის შეგდება არც "ლესტერის" კარში უნდა გაუჭირდეთ.

FOOTBALLNEWS-ის ექსპერტის სავარაუდო პროგნოზია "ვესტ ჰემის" გოლი, კოეფიციენტი - 1.4


საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ჩატი

ცხრილები

დაგვიმეგობრდით