"სუონსი" - "ბორნმუთი"

30-12-2016, 23:44

დღეს, თბილისის დროით 19:00-ზე, პრემიერლიგის გასავარდნ ზონაში მყოფილი "სუონსი" შინ "ბორნმუთს" მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ "სუონსი" წელს ძალიან ბევრ გოლს უშვებს და გავარდნის მთავარი კანდიდატია, შეტევაში მაინც კარგად გამოიყურება. გუნდმა პრემიერლიგაში 21 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო მათგან 14 - საკუთარ მოედანზე. რაც შეეხება "ბორნმუთს", იგი ცხრილის შუაშია, თუმცა გოლების გატანა, განსაკუთრებით გასვლაზე ძალიან უჭირს. მეტოქის მოედანზე ჩატარებულ შეხვედრებში "ბორნმუთმა" მხოლოდ 7 გოლი გაიტანა და ჯამში სულ 5 ქულა დააგროვა. აქედან გამომდინარე, "სუონსი", რომელიც მუდამ მეტოქის კარზეა დაგეშილი და ქულების დაგროვება ჰაერივით სჭირდება, მეტოქის კარში მინიმუმ ერთ გოლს გაიტანს.

FOOTBALLNEWS-ის ექსპერტის სავარაუდო პროგნოზია "სუონსის" გოლი, კოეფიციენტი - 1.35

საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ჩატი

ცხრილები

დაგვიმეგობრდით