"მან.იუნაიტედი" - "მიდლსბრო"

31-12-2016, 00:13

დღეს, თბილისის დროით 19:00-ზე, პრემიერლიგის მორიგი ტურის შეხვედრაში "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "მიდლსბროს" მიიღებს. მოურინიოს გუნდი ბოლო პერიოდში არაჩვეულებრივად ათამაშდა, "წითელმა ეშმაკებმა" ბოლო თამაში 23 ოქტომბერს წააგეს და მოწინავე ადგილებს ძალიან მიუახლოვდნენ. რაც შეეხება მათ მეტოქეს, "მიდლსბრო" გასავარდნ ზონასთან ახლოსაა და ქულების დაგროვება მასაც სჭირდება. "იუნაიტედი" მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში მოწოდებული კუთხურების მიხედვით ერთ-ერთი საუკეთესოა, ბოლო 5 შეხვედრაში ისინი საშუალოდ თითქმის 5 კუთხურს აწვდიან. ამ კომპონენტში არც "მიდლსბრო" მოიკოჭლებს. ამ ყველაფერს ემატება ის ფაქტორიც, რომ დღევანდელ თამაშში ორივე გუნდს შესატევი აქვს, რაც კუთხურების ალბათობას ავტომატურად ზრდის. სავარაუდოდ "ოლდ ტრაფორდზე" შეკრებილი მაყურებელი მინიმუმ 9 კუთხურის მომსწრე გახდება.

FOOTBALLNEWS-ის ექსპერტის სავარაუდო პროგნოზია 8.5-ზე მეტი კუთხური, კოეფიციენტი - 1.4

საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ჩატი

ცხრილები

დაგვიმეგობრდით