გუარდიოლა: "ამჟამად "სიტი" ინგლისის ამ გუნდებზე დაბლა დგას"

31-12-2016, 12:00

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. ესპანელის თქმით "სიტის" შედარება ბოლო 30-40 წლებში "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულისთვის" არ შეიძლება.

18 ტურის შემდეგ "მანჩესტერ სიტი" მე-3 პოზიციას 39 ქულით იკავებს, ხოლო, რაც შეეხება "წითელ ეშმაკებს", ისინი მე-6 ადგილს სჯერდებიან 33 ქულით.

"პრემიერ ლიგაში ექვსი გუნდი დიდ კონკურენციას უწევს ერთმანეთს. განსაკუთრებით ესენი პირველ ოთხ ადგილზე მყოფები არიან, რომლებიც ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლობენ. მართლაც რომ ყველა გუნდი კარგად გამოიყურება და სეზონის ბოლომდე ყველა ბრძოლას აპირებს.

"ლივერპული" - დიდი ისტორიის მქონე კლუბია, რომელიც დიდი მიზნებისკენ მიისწრაფვის. არ შეიძლება, რომ ბოლო 30-40 წლის განმავლობაში "მანჩესტერ სიტი" "ლივერპულსა" და "იუნაიტედს" შევადაროთ, თუმცა, ჩვენ წინ მივიწევთ."- განაცხადა გუარდიოლამ. 


საინტერესო

swori xar pep
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით