დეულოფეუ "მილანის" მთავარი სამიზნე იქნება

31-12-2016, 12:50

იტალიური სპორტული პრესის ინფორმაციით, ლივერპულის "ევერტონის" ესპანელი ნახევამრცველი ჯერარდ დეულოფეუ იანვარში "მილანის" მთავარი სამიზნე იქნება. იტალიური გიგანტი ფეხბურთელის აყვანას არენდის წესით აპირებს.

22 წლის ესპანელი "ევერტონის" მთავარი მწვრთნელის რონალდ კუმანის გეგმებში არ შედის და მზადაა ზამთარში მას შეელიოს. თავად "მილანს" კი ნახევარდაცვის რგოლის გაძლიერება ძალიან სჭირდება.

ჯერარდ დეულოფეუ კატალონიის "ბარსელონას" აღზრდილია, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა და კარიერის უდიდესი ნაწილი სწორედ "ევერტონში" გაატარა. მიმდინარე სეზონში დეულოფეულ 11 შეხვედრაში მოედანზე ჯამში 90 წუთი გაატარა.


საინტერესო

  • beka10
  • 31 დეკემბერი 2016 12:50
არადა შეეძლო ბარსაში ფეხის მოკიდება :/
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით