კლოპი: "გიოტზე უმაღლეს დონეზე ისევ ითამაშებს"

31-12-2016, 16:54

"ლივერუპის" მთავარმა მწვრთნელმა გერმანელმა იურგენ კლოპმა წარსული და დორტმუნდის "ბორუსია" გაიხსენა. მისი აზრით, დორტმუნდელთა თავდამსხმელი მარიო გიოტზე თავის ძველ ფორმას ისევ დაიბრუნებს.

გიოტზე მსოფლიომ სწორედ იურგენ კლოპის ხელმძღვანელობის ქვეშ გაიცნო. შემდეგ იყო მიუნხენის "ბაიერნი", სადაც მარიომ მასზე დაკისრებული ავანსები აშკარად ვერ გაამართლა და მშობლიურ "ბორუსიას" დაუბრუნდა.

"მარიოს ცხოვრებაში ბევრი ცუდი რამ მოხდა, მათ შორის ტრავმები, რამაც იგი რიტმიდან ამოაგდო. ის დღესაც მსოფლიო კლასის ფეხბურთელია, მისი შესაძლებლობები კარგად ვიცი და დარწმუნებული ვარ, უმაღლეს დონეს მალე დაუბრუნდება".

"ვითანამშრომლებთ თუ არა მე და მარიო ისევ? არვიცი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ის მსოფლიოს თავს კიდევ არაერთხელ შეახსენებს". - განაცხადა იურგენ კლოპმა.


საინტერესო

  • beka10
  • 31 დეკემბერი 2016 16:55
გენიალური ირგენი, ლივერპულში წავა მარიო !
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით