ვიდალის შეძენით "ჩელსი" ინტერესდება

31-12-2016, 17:26

ბრიტანული გამოცემა THE SUN-ის ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსი" სერიოზულად არის დაინტერესებული მიუნხენის "ბაიერნის" ჩილელი ნახევარმცველის, არტურო ვიდალის შეძენით.

მოგეხსენებათ, "არისტოკრატების" დამრიგებელს, ანტონიო კონტესა და ვიდალს ერთად უკვე უმუშავიათ. ტურინის "იუვენტუსში" ყოფნისას სწორედ კონტემ მიიყვანა ჩილელი ფეხბურთელი "უდინეზედან". დღეს კი, ლონდონში იმედი აქვთ, რომ მათი ეს კარგი ურთიერთობა დიდ გავლენას მოახდენს ტრანსფერზე.

წყაროს ცნობით, დღევანდელი Boxing Day-ს შემდგომ, ფეხბურთელის აგენტი და ლონდონური კლუბის მხარე შეხვედრას გამართავენ, სადაც გადაწყდება ტრანსფერის ბედი.


საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით