„სიტის“ რადარზე ბადშტუბერი გამოჩნდა

1-01-2017, 20:16

„ბაიერნის“ ცენტრალურმა მცველმა, ჰოლგერ ბადშტუბერმა, შესაძლოა კარიერა „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელოს.


აღსანიშნავია, რომ ბადშტუბერს ბოლო წლებია ტრავმების გამო ბედი არ სწყალობს და სეზონის გატარება მას, ფაქტიურად ლაზარეთში უწევს. გერმანელ ფეხბურთელს კონტრაქტი კლუბთან სეზონის ბოლოს ეწურება.


გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მანჩესტერ სიტის“ დაცვითი პრობლემების გამო შესაძლოა პეპ გუარდიოლამ „რეკორდმაისტერებიდან“ ბადშტუბერის სახით მცველი დაიმატოს.


ამ ტრანსფერის განხორციელებას ორი ფაქტორი უწყობს ხელს. პირველი: ბადშტუბერს კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და შეღავათიან ფასად შეეძლებათ ქალაქელებს ფეხბურთელის ყიდვა. მეორე: ბადშტუბერს და პეპ გუარდიოლას ერთად აქვთ ნამუშევარი „ბაიერნის“ შემადგენლობაში.


მიმდინარე სეზონში გერმანელმა ფეხურთელმა მხოლოდ 3 მატჩის ჩატარება მოახერხა.




საინტერესო

ravici ramdenad gamoadgeba es
  • tsandro
  • 1 იანვარი 2017 21:52
რათ უნდათ ნეტა:D
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით