"მანჩესტერი" მადრიდულ დუეტში 145 მილიონს ჩამოდის

1-01-2017, 21:46

როგორც ჩანს, "მანჩესტერ იუნაიტედი" ახლად გახსნილ სატრანსფერო ბაზარზე დიდი ფულის გაღებას გეგმავს.

ბრიტანული გამოცემა Times-ის ცნობით, "ოლდ ტრაფორდის" ბინადრები სერიოზულად არიან დაინტერესებული მადრიდის "ატლეტიკოს" ორი ფეხბურთელის, საულ ნიგესისა და ანტუან გრიზმანის შეძენით. მოგეხსენებათ, ამ უკანასკნელის დამატებით "წითლები" ზაფხულშიც იყვნენ დაინტერესებულნი, მაგრამ მაშინ შეთანხმება ვერ შედგა. რაც შეეხება ნიგესს, ჟოზე მოურინიოს აზრით, ახალგაზრდა ესპანელი სწორედ იმ ტიპის ფეხბურთელია, რომელიც მისი ფორმაციის "იუნაიტედს" იდეალურად მოერგება.

ჯერჯერობით არ სახელდება რომელიმე ფეხბურთელის კონკრეტული თანხა, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, "იუნაიტედის" მესვეურები ზემოხსენებულ ორივე მოთამაშეში ჯამში 145 მილიონი ფუნტის გადახდას გეგმავენ, რაც 170 მილიონ ევროზე მეტია.


საინტერესო

  • tsandro
  • 1 იანვარი 2017 21:47
არა მგონია დათანხმდნენ
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით