"ბარსელონა" და "მილანი" ორიეს ვერ იყოფენ

2-01-2017, 00:19

კატალონიის "ბარსელონა" და "მილანი" "პარი სენ-ჟერმენის" 24 წლის კოტ დივუარელ მარჯვენა მცველს სერჟ ორიეს ვერ იყოფენ. ორივე გუნდი ფეხბურთელის გაფორმებას იანვარში ეცდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რომელი გაუკეთებს უკეთეს შეთავაზებას პარიზულ გუნდს.

"ბარსელონაში" მარჯვენა მცველის პრობლემა მას შემდეგ დადგა, რაც გუნდიდან დანი ალვეში წავიდა, ხოლო "მილანს" ახალი ხელმძღვაელობის პირობებში შორსმიმავალი გეგმები აქვს და კვალიფიციური კადრები სჭირდება.

სერჟ ორიე "პარი სენ-ჟერმენს" 2014 წელს "ტულუზადან" შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ფრანგული გუნდის მაისურით აფრიკელმა ფეხბურთელმა 16 შეხვედრა ჩაატარა.

საინტერესო

  • beka10
  • 2 იანვარი 2017 00:19
kai variantia orivestvis namdvilad
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით