რობენი: "მადრიდის დატოვება ურთულესი გადაწყვეტილება იყო"

2-01-2017, 00:33

მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, არიენ რობენმა ბავარიულ კლუბში მისვლის პირველი დღეები გაიხსენა და განაცხადა, რომ "რეალიდან" წასვლა მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება გახლდათ.

"ეს ფლორენტინოს პერესის დაბრუნების შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზაფხული გახლდათ. გუნდში მოვიდნენ ისეთი დიდი ვარსკვლავები, როგორებიცაა კრისტიანო რონალდო, რიკარდო კაკა, ხაბი ალონსო და კარიმ ბენზემა, თანაც ისინი საკმაოდ დიდი თანხის ფასად გადმოვიდნენ "რეალში"."

"სეზონის დასრულების შემდეგ მითხრეს, რომ ჩემი გაყიდვით გუნდს გარკვეული თანხის ამოღება შეეძლო, თუმცა მე უარზე ვიყავი. შემეძლო, რომ პრე-სეზონზე კარგი გამოსვლით დამემტკიცებინა ჩემი ძალები, თუმცა შანსი არ მომეცა. სწორედ ამის შემდეგ დავფიქრდი "რეალის" დატოვებაზე."

"ბაიერნთან გვქონდა კონტაქტები, თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღება ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტი გახლდათ. იმ პერიოდში "ბაიერნი" ევროპულ ელიტას არ მიეკუთვნებოდა, განსხვავებით დღევანდელი დღისგან. ასე რომ, მაშინ ბავარიულ კლუბში გადასვლა ერთგვარი უკან ნაბიჯის გადადგა იყო."

"ახლა კი ბედნიერი ვარ, რომ მიუნხენური გრანდის ღირსებას ვიცავ. უკვე 8 სეზონია ამ გუნდში ვარ და თამამად შეიძლება განვაცხადო, რომ მეც ამ გუნდის ნაწილი ვარ." - განაცხადა ჰოლანდიელმა გარემარბმა.

საინტერესო

  • tsandro
  • 2 იანვარი 2017 00:44
თქვა ამანაც ახალი. რეალიდან სადმე გადასვლა სულ უკან გადადგმული ნაბიჯია :3
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით