"რეალი" ობამეიანგს აღარ შეიძენს

2-01-2017, 01:01

როგორც ჩანს, დორტმუნდის "ბორუსიას" გაბონელი თავდამსხმელის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის ოცნება, რომ მადრიდის "რეალში" ეთამაშა, მხოლოდ ოცნებად რჩება.

იტალიური გამოცემა Calcio Mercato-ს ინფორმაციით, მადრიდელები 27 წლის ფორვარდის შეძენას აღარ გეგმავენ. როგორც ცნობილია, "დორტმუნდი" ობამეიანგის გაშვებას 80 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს და ტრანსფერის შემაფერხებელი მთავარი პირობაც სწორედ ეს გახლავთ.

გაბონელი ბოლო სეზონებში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და ობამეიანგის თქმით მისი ოცნება მადრიდის "რეალში" თამაში გახლდათ. აქედან გამომდინარე გასულ თვეებში უამრავი ჭორი აგორდა იმის შესახებ, რომ "მერენგენები" ეცდებოდნენ ობამეიანგის შეძენას, თუმცა, როგორც ხედავთ, საბოლოოდ ეს ტრანსფერი არ შედგება.

საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით