იაია ტურე: "სიტი" ბოლომდე იბრძოლებს"

2-01-2017, 11:57

"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველი, იაია ტურე კლუბის შესაძლებლობებში დარწმუნებულია.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ სიტი" პრემიერ ლიგის მე-19 ტურში "ლივერპულთან" დამარცხდა და საქმე უფრო გაირთულა. ქალაქელები "ჩელსის" 10 ქულით ჩამორჩებიან, თუმცა კლუბის ნახევარმცველი, იაია ტურე იმედს არ კარგავს.

"რა თქმა უნდა, გუარდიოლა გაბრაზებული იყო და ეს ბუნებრივიცაა.

ჩვენ შესაბამისი რეაგირება გვექნება და ყველაფერს გავაკეთებთ სიტუაციის გამოსასწორებლად.

"ჩელსიმ" კიდევ ერთი შეხვედრა მოიგო და რთული იქნება მათი დაწევა, მაგრამ ყველაფერს ვეცდებით, რომ მათ დავეწიოთ.

ჩვენ არ დავნებდებით და ბოლომდე ვიბრძოლებთ, რადგან ეს ფეხბურთია და ყველაფერი მოსალოდნელია." - განაცხადა იაია ტურემ.

საინტერესო

aramgonia chelsim awi vinmes dautmos
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით