დიეგო კოშტა: "ჩელსის დატოვებასთან ახლოს ვიყავი"

2-01-2017, 17:11

ლონდონის "ჩელსის" ესპანელმა თავდამსხმელმა, დიეგო კოშტამ გასული წელი გაიხსენა და განაცხადა, რომ ზაფხულში ის ახლოს იყო ლონდონური გრანდის დატოვებასთან.

"დიახ, ეს მართალია, მე "ჩელსის" დატოვებასთან ახლოს ვიყავი, მაგრამ ახლა ბედნიერი ვარ, რომ საბოლოოდ აქ დავრჩი."

"გამოგიტყდებით, მე თვითონაც მსურდა ლონდონიდან წასვლა და "ატლეტიკოში" დაბრუნება. თუმცა ეს სურვილი არა "ჩელსის", არამედ უფრო ჩემი ოჯახის გამო გამიჩნდა."

"ყველა მოთამაშეს უწევს რთული გადაწყვეტილების მიღება და მე ბედნიერი ვარ, რომ საბოლოოდ სწორი არჩევანი გავაკეთე. მწვრთნელმა მითხრა, რომ მენდობოდა და საბოლოოდ ამან გადამაწყვეტინა "ჩელსიში" დარჩენა." - განაცხადა ესპანელმა ფორვარდმა.

შეგახსენებთ, რომ დიეგო კოშტამ მიმდინარე სეზონში 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა "ლურჯების" მაისურით და 14 გოლის გატანა მოახერხა.

საინტერესო

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით