"იუნაიტედი" კეინის სანაცვლოდ 80 მილიონს ჩამოდის

2-01-2017, 18:12

როგორც ჩანს, ჟოზე მოურინიო კვლავ აგრძელებს ხმაურიანი ტრანსფერების კეთებას და მისი მორიგი სამიზნე ამჯერად პრემიერლიგის ახალგაზრდა ვარსკვლავია.

იტალიური გამოცემა Calciomercato-ს ინფორმაციით, "წითელი ეშმაკები" სერიოზულად არიან დაინტერესებულნი ლონდონის "ტოტენჰემის" 23 წლის თავდამსხმელის, ჰარი კეინის შეძენით.

მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ, ინგლისელმა ფორვარდმა "დეზებთან" ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომელიც მას კლუბთან 2022 წლამდე აკავშირებს. ამის მიუხედავად, ჟოზე მოურინიო იმედოვნებს, რომ იგი კეინის გადაბირებას მოახერხებს. წყაროს ცნობით, "იუნაიტედის" მესვეურები კეინის შესაძენად არც მეტი არც ნაკლები 80 მილიონი ფუნტის გადახდას გეგმავენ, რითაც იგი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდება.

შეგახსენებთ, რომ კეინამ გუშინ ჩაატარა თავისი მე-100 პრემიერლიგური შეხვედრა და ამ დროში მას 59 გოლი აქვს გატანილი.

საინტერესო

  • tsandro
  • 2 იანვარი 2017 19:43
აუ ეს რეალში გაასწორებდა
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით