დიბალას "რეალში" თამაში სურს

2-01-2017, 18:14

დღეს ევროპულ მედიაში სენსაციური სიახლე გავრცელდა.

ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo-ს ცნობით, ტურინის "იუვენტუსის" არგენტინელი ფორვარდის, პაულო დიბალა ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ ჩქარობს. 23 წლის თავდამსხმელს ტურინელებთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს. "ბებერი სინიორას" მესვეურები არგენტინელს წელიწადში 4,5 მილიონ ფუნტს და ახალ კონტრაქტს თავაზობენ, მაგრამ თავად ფეხბურთელს 7 მილიონი უნდა.

თუმცა, როგორც ჩანს, პრობლემა არა ხელფასში, არამედ თავად ფეხბურთელის სურვილშია. წყაროს ცნობით, დიბალას დიდი ხნის ოცნებაა, რომ მადრიდის "რეალის" მაისურით მოახერხოს თამაში და სწორედ ამ მიზეზით აჭიანურებს ახალი კონტრაქტის გაფორმებას.

შეგახსენებთ, რომ დიბალა გასულ წელს შეუერთდა ტურინულ გრანდს და ამ დროში 19 გოლისა და 9 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

აგრეთვე იხილეთ: "ბარსელონამ" ტურინის "იუვენტუსს" ოფიციალურად მიმართა


საინტერესო

  • Sandro
  • 2 იანვარი 2017 19:43
რეალში თამაში ვის არუნდა ნეტა :D :D
ძაან ბევრს არუნდა რეალში თამაში:) :) ისე ეს ჭორები როა მგონი ყველა ხვდება ამას.რეალის სურვილზე არ მაქვს საუბარი,დიბალას ვგულისხმობ.ტიპი ყველგან იმას გაიძახის რო იუვე მისი სახლია და ამ გუნდთან ერთად უნდა წარმატებების მიღწევა.თუ კლუიბმა არ გაყიდა არმგონია სადმე წავიდეს.თუ წკუა აქვს ასეც მოიქცევა და დარჩება ტურინში,თორე რეალი და პერესი თავიანთ ლეგენდებს არ აფასებენ და სხვების რა მოგახსენოთ:):) პ.ს ისე იუვე ის გუნდია,დიბალა რომც გაყიდოს რეალში და მერე სადმე გადაეყაროს,უპრობლემოდ მოუგებს:):)ამის ბევრი მაგალითი არსებობს:)
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით