კონტეს მთავარი ამოცანა ხამეს როდრიგესის სასწრაფოდ შეძენაა

2-01-2017, 18:57

როგორც ჩანს, ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე "რეალის" კოლუმბიელი ფეხბურთელის ხამეს როდრიგესის შეძენითაა დაინტერესებული და რომან აბრამოვიჩს მოუწოდა, რომ ფეხბურთელი ლონდონში უკვე იანვარშივე გადაიბირონ.

"რეალმა" ხამესის ტრანსფერს დროებით ტაბუ დაადო, თუმცა ფეხბურთელმა არაერთხელ აღნიშნა, რომ "სამეფო გუნდში" საკუთარი როლით უკმაყოფილოა.

კონტე ხამესის ტრანსფერისთვის ოსკარის ჩინეთში გაყიდვით მიღებული თანხის გამოყენებას აპირებს. მოგეხსენებათ, "არისტოკრატებმა" ახალგაზრდა ბრაზილიელი შანხაის გუნდს 58 მილიონ ფუნტად მიჰყიდეს.


საინტერესო

  • beka10
  • 2 იანვარი 2017 18:58
მგონი მართლა ჩელსიში გადავა, იდეალურად შეეწყობა ვფიქრობ
  • tsandro
  • 2 იანვარი 2017 19:42
იმედია არ წავა რეალიდან
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით