გვარდიოლა: "არვიცი ეს ყველაფერი როდის მოხდება"

2-01-2017, 19:07

"მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელის პეპ გვარდიოლას განცხადებით, მისი გუნდი ცუდ ფორმაშია და იდეალურ კონდიციებში შესასვლელად გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა ეს ყველაფერი როდის მოხდება, ამაზე ესპანელ სპეციალისტს ცალსახა პასუხი არ აქვს.

"ცუდ ფორმაში ვართ. არვიცი როდის ვითამაშებთ ისე, როგორც მე მსურს და დაგეგმილი მაქვს. იურგენ კლოპს პრემიერლიგასთან ადაპტაციისთვის ერთ წელზე მეტი დრო დასჭირდა, მე კი ჯერ მხოლოდ ექვსი თვეა, რაც "სიტის" ვავარჯიშებ".

"ვაღიარებ, რომ ინგლისური ფეხბურთის სტილთან ადაპტაცია გამიჭირდა. ცოტა დრო ნამდვილად მჭირდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ გუნდს წარმატების მიღწევა შეუძლია". - განაცხადა გვარდიოლამ.

ამ მომენტისთვის "მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგაში მე-5 პოზიციას იკავებს.


საინტერესო

  • beka10
  • 2 იანვარი 2017 19:07
ეჰ, პეპ, მგონი არც არასდროს მოხდება :/
  • tsandro
  • 2 იანვარი 2017 19:41
ერთი საშუალო დონის ტრენერია
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით