"ატლეტიკო" 16 წლის ურუგვაელით ინტერესდება

2-01-2017, 19:26

მადრიდის "ატლეტიკო" "ნასიონალის" ნახევარმცველით, ხუან მანუელ სანაბრიათი დაინტერესდა.

მადრიდული გამოცემის, Marca-ს განცხადებით, "როხიბლანკოელები" ფეხბურთელთან კონტრაქტს მალე გააფორმებენ.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "ატლეტიკოს" სატრანსფერო ბანი ადევს და ფეხბურთელების კლუბში გადმოყვანა არ შეუძლიათ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში. შესაძლებელია, რომ ფეხბურთელმა კონტრაქტი კლუბთან გააფორმოს და სატრანსფერო ბანის მოხსნის შემდეგ დედაქალაქელებს შეუერთდეს.

გარდა ამისა, გარკვეული ეტაპების გავლა იქნება საჭირო, რადგან ფეხბურთელი ჯერ მხოლოდ 16 წლის არის.

სანაბრია ამპლუით მარცხენა ნახევარმცველია, თუმცა მას საყრდენადაც შეუძლია თამაში.

საინტერესოა, რომ გასულ ზაფხულს ფეხბურთელი "ბარსელონასთან" აწარმოებდა მოლაპარაკებებს. გარდა ამისა, სანაბრია 2015 წელს "ლივერპულში" 10 დღით ტესტირებას გადიოდა.


საინტერესო

simeones transferebi ar eshleba da vnaxot aba
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით