დაუჯერებელი შედეგი - იურგენ კლოპი ნამდვილი "რობინ ჰუდია"!

2-01-2017, 23:23

მიმდინარე სეზონი ინგლისის "ლივერპულისთვის", წინა რამდენიმესთან შედარებით, კარგად მიმდინარეობას. იურგენ კლოპის გუნდი 44 ქულით პრემიერლიგაში მე-2 პოზიციას იკავებს, თუმცა გერმანელის გუნდისთვის დამახასიათებელი ერთი უცნაურობა რომ არა, მერსისაიდელები ინგლისის ჩემპიონატში შესაძლოა პირველ ადგილზეც ყოფილიყვნენ.

"ლივერპულმა" წლევანდელ სეზონში თითქმის ყველა რთულ მეტოქესთან შეხვედრა დადებითად დაასრულა. მერსისაიდელებმა დაამარცხეს "არსენალი", "ჩელსი", მოქმედი ჩემპიონი "ლესტერი", "მანჩესტერ სიტი", "ევერტონი". ფრედ დაასრულეს შეხვედრა "მანჩესტერ იუნაიტედთან" და "ტოტენჰემთან", თუმცა ქულები ისეთ გუნდებთან გაანიავეს, როგორებიც "ბარნლი", "ბორნმუთი", "სანდერლენდი" და "ვესტ ჰემი" არიან.

დღეს "სანდერლენდთან" ნათამაშები ფრის შემდეგ ამ თემაზე ინგლისურ პრესაში იურგენ კლოპის გამოსახულებით ბევრი საინტერესო პოსტერი ვრცელდება. გამოცემები კლოპს რობინ ჰუდთან აიგივებენ, რომელიც მდიდრებს ართმევს, ხოლო ღარიბებს აძლევს.

საინტერესო

  • beka10
  • 2 იანვარი 2017 23:53
hahaha ყველაზე მაგარი კაცია :დდდ
Klopi da misi liverpuli did warmatebas miaghwevs wels <3
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით