"ბარსელონამ" ტურინის "იუვენტუსს" ოფიციალურად მიმართა

3-01-2017, 00:11

იტალიურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავეყრდნობით, კატალონიის "ბარსელონამ" ტურინის "იუვენტუსს" ახალგაზრდა არგენტინელი შემტევის პაულო დიბალას თაობაზე ოფიციალურად მიმართა, თუმცა "ბებერმა სინიორამ" "ბლაუგრანა" უარით გაისტუმრა.

ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა შესთავაზა "ბარსელონამ" "იუვენტუსსა" და კონკრეტულად დიბალას, თუმცა ტურინული გუნდის ხელმძღვანელობამ ადრეც არაერთხელ აღნიშნა, რომ ფეხბურთელთან დამშვიდობებას არცერთ შემთხვევაში აპირებს. იტალიელები არგენტინელთა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე აქტიურად მუშაობენ.

ცოტა ხნის პრესაში ინფორმაცია დიბალასა და"რეალის" კავშირის შესახებაც გავრცელდა. წყაროს ცნობით, სამხრეთ ამერიკელის ერთადერთი მიზანი მადრიდის "რეალში" გადასვლაა.

მიმდინარე სეზონში 23 წლის არგენტინელმა "იუვენტუსის" შემადგენლობაში 4 გოლის გატანა მოახერხა.


საინტერესო

  • beka10
  • 3 იანვარი 2017 00:13
მოკლედ ვეღარ გავიგეთ სად უნდა ამ დიბალას
shansi araa ar dautmoben worried
daetios sadac ari erti ori weli vercert gundshi ver iqneba ziritadshi
ტყუილი ბაზარია საიდან იგონებენ ამ ტყუილებს. ტიპი არგენტინელია და მესისთან თამაში უნდაა სასწაულად რამდენჯერ თქვა და რეალში გადავა ეგ?
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით