მიულერი: "თამაშამდე თმას ყველაზე დიდხანს რობენი იწესრიგებს"

3-01-2017, 00:11

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა ნახევარმცველმა თომას მიულერმა ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, "ბაიერნის" რომელი ფეხბურთელი ანდომებს ყველაზე მეტ დროს საკუთარი თმის მოწესრიგებას თამაშამდე, ხუმრობით უპასუხა, რომ არიენ რობენი.

პასუხის შემდეგ გერმანელი კორესპონდენტიცა და თავად მიულერიც ბევრს იცინოდნენ. თმით მოთამაშე არიენ რობენი ფეხბურთის გულშემატკივარმა ბოლოს რამდენიმე წლის წინ იხილა.

არიენ რობენი და თომას მიულერი ერთად 2009 წლიდან თამაშობენ. მათ 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხეს, ხოლო ბუნდელიგაში გამარჯვება და გერმანიის თასის მოპოვება არაერთხელ შეძლეს.


საინტერესო

  • beka10
  • 3 იანვარი 2017 00:13
:D :D :D :D :D :D
  • Lukaaaa
  • 3 იანვარი 2017 02:10
:D:D:D:D:D:D
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით