სანჩესი: "რონალდო "მან.იუნაიტედში" გადასვლას მირჩევდა"

3-01-2017, 00:10

მიუნხენის "ბაიერნის" 19 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელის, უნიჭიერესი რენატო სანჩესის განცხადებით, მას სახელოვანი თანამემამულე კრისტიანო რონალდო "ბენფიკადან" "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლას სთავაზობდა, თუმცა მან ეს შეთავაზება იუარა.

"როდესაც "ბენფიკაში" ვთამაშობდი და ჩემი შეძენა ბევრ ევროპულ გრანდს სურდა, კრისტიანო რონალდომ რჩევა მომცა. მან მითხრა, რომ ჩემი კარიერისთვის კარგი იქნებოდა თუ "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდოდი, თუმცა მე მას არ დავუჯერე და "ბაიერნი" ავირჩიე. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რასაც არ ვნანობ". - აცხადებს სანჩესი.

კრისტიანო რონალდომ და რენატო სანჩესმა ზაფხულში საფრანგეთში გამართული ევროპის ჩემპიონატი მოიგეს.

მიუნხენის "ბაიერნმა" თინეიჯერ სანჩესში სეზონის დაწყების წინ 45 მილიონი ევრო გადაიხადა. პორტუგალიელს ბუნდესლიგაში ჯერ გოლი არ გაუტანია.

საინტერესო

  • beka10
  • 3 იანვარი 2017 00:12
დაგეჯერებინა რენატო კრისისთვის ჯობდა
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით