ოფიციალურად: "იუვენტუსმა" რიკონი დაიმატა

3-01-2017, 11:13

ტურინის "იუვენტუსის" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, "ბებერმა სინიორამ" ტომას რინკონის სახით იანვრის პირველი ტრანსფერი განახორციელა.

"ჯენოას" აწ უკვე ყოფილი 28 წლის საყრდენი ნახევარმცველი "ბიანკონერის" 8 მილიონი ევრო დაუჯდა, თუმცა შესაძლოა, კომპენსაციის სახით გენუელებმა კიდევ ერთი მილიონი მიიღონ.

აღსანიშნავია, რომ ვენესუელელ ფეხბურთელს სამედიცინო შემოწმება რამდენიმე დღის წი ჰქონდა გავლილი და გუშინ "იუვესთან" ერთად ივარჯიშა კიდეც. დღეს კი მან 2020 წლის ზაფხულამდე ოფიციალურად გააფორმა კონტრაქტი.

ცნობისათვის, რიკონი იტალიის ჩემპიონატში 2014 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან "ჯენოას" მაისურით 16 სერია ა-ს მატჩი ჩაატარა და თავი 2 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

საინტერესო

  • levani25
  • 3 იანვარი 2017 23:09
რაში სჭირდებათ ნეტა
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით