გრიზმანი: "მორჩით მომავალზე შეკითხვებს!"

3-01-2017, 15:28

მადრიდის "ატლეტიკოსა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა განაცხადა, რომ უკვე დაიღალა მის ირგვლივ აგორებული ჭორებით.

გრიზმანმა გასული წლის ივნისში ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც ფრანგი ფეხბურთელი კლუბში 2021 წლამდე დარჩება, თუმცა ეს მას მედიისთვის საკმარისი არ არის.

მედიის განცხადებით, "მანჩესტერ იუნაიტედი" კოლოსალურ თანხას იხდის გრიზმანის სანაცვლოდ, თუმცა, ფეხბურთელის განცხადებით ის არსად წასვლას არ აპირებს და "როხიბლანკოში" ბედნიერია.

"არ მომწონს მსგავსი შეკითხვები. ისეთ ფეხბურთელებს, როგორებიც მესი, რონალდო ან ბეილი არიან არ ეკითხებიან თუ სად ითამაშებენ მომავალ სეზონში.

ამიტომ მეც არ მაქვს სურვილი მსგავსი კითხვებით მომმართონ. "ატლეტიკოში" ძალიან ბედნიერი ვარ." - განაცხადა ფრანგმა ფეხბურთელმა.


საინტერესო

wava simeone da gayvebi shenc
chemi azrit tu simeone wava griezmannic unda wayves
tu arada darchnen orive
sauketeso mtvrtneli da sauketeso fexburteli chemtvis <3
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით