იან ობლაკი წლის სლოვენიელ ფეხბურთელად დაასახელეს

3-01-2017, 15:37

მადრიდის "ატლეტიკოსა" და სლოვენიის ეროვნული ნაკრების კიპერი, იან ობლაკი, სლოვენიის 2016 წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

აღსანიშნავია, რომ 23 წლის მეკარემ ეს ჯილდო ზედიზედ მეორე მოიგო.

სლოვენიის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური საიტის განცხადებით, ობლაკი ჟურნალისტებმა გამოარჩიეს. "როხიბლანკოელმა" "ფიორენტინას" ნახევარმცველს იოსილ ილიჩიჩს და "ლევერკუზენის" ნახევარმცვეკს, კევინ კამპლს აჯობა და ტიტულსაც დაეპატრონა.

შეგახსენებთ, რომ ობლაკი გასულ სეზონში კლუბს დაეხმარა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაში. გარდა ამისა, მან ლა ლიგის მატჩებში ყველაზე ნაკლები გოლი გაუშვა და საუკეთესო კიპერის წოდება მოიპოვა.


საინტერესო

martla dzan magari mekarea ra
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით