ვენგერი უკმაყოფილოა

3-01-2017, 15:49

"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა საშობაო გრაფიკი გააკრიტიკა და "ყველაზე უთანასწორო პერიოდი პრემიერ ლიგაში" უწოდა.

"არსენალმა" ორი დღის წინ "კრისტალ პალასთან" ითამაშა და დღეს 2017 წლის მეორე თამაში "ბორმუთთან" წინააღმდეგ უწევს.

"20 წლის განმავლობაში ეს არის ყველაზე უსამართლო გრაფიკი, რომელიც მე მინახავს.

წარმოუდგენელია ამ პერიოდში დაისვენო, განსაკუთრებით სხვა გუნდებთან შედარებით, რომელთაც უფრო დიდი დრო აქვთ.

ზოგადად პრემიერ ლიგაში თამაში რთულია, მაგრამ უფრო ძნელია, როდესაც ეს ყოველ 48 საათში გიწევს."- განაცხადა არსენ ვენგერმა.

მიმდინარე სეზონში "არსენალი" ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს.


საინტერესო

mouchira vengers tu ra pontia? :D
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით