"პარი სენ-ჟერმენმა" დრაქსლერი წარადგინა

3-01-2017, 19:30

ფრანგულმა "პარი სენ-ჟერმენმა" ზამთრის პირველი ხმაურიანი ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. უნაი ემერის გუნდმა "ვოლფსბურგიდან" 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ ჟულიან დრაქსლერი გადმოიბირა.

გერმანელი ფეხბურთელი ფრანგულმა გუნდმა ოფიციალურად დღეს წარადგინა და მასთან კონტრაქტი 2021 წლამდე გააფორმა.

"დიდებული გრძნობაა ისეთ გუნდში გადმობარგება, როგორიც "პარი სენ-ჟერმენია. ჩემს კარიერაში პირველად ხდება, რომ ახალ ქვეყანაში მიწევს კარიერის გაგრძელება. ამ ახალი გამოწვევისთვის მზად ვარ და მსურს ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინო". - განაცხადა დრაქსლერმა.

ჟულიან დრაქსლერის გამოყენებას პარიზული კლუბი უეფას ჩემპიონთა ლიგაზეც შეძლებს, ვინაიდან ფეხბურთელის ყოფილი გუნდი ამ ტურნირზე წლევანდელ სეზონში არ მონაწილეობდა. პარიზელთა მეტოქე მერვედფინალში კატალონიის "ბარსელონა" იქნება.

საინტერესო

  • beka10
  • 3 იანვარი 2017 19:31
დიდებული შენაძენია ნამდვილად
  • kuso
  • 4 იანვარი 2017 16:39
Martlac kargi da didi momavlis mqone fexburtelia
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით