გვარდიოლა: "სამწვრთნელო კარიერის დასრულებასთან ახლოს ვარ"

3-01-2017, 19:46

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა ესპანელმა პეპ გვარდიოლამ საკუთარი მომავლის შესახებ ღიად ისაუბრა. სპეციალისტის განცხადებით, მისი სამწვრთნელო კარიერის დასასრული უკვე დაწყებულია.

45 წლის სპეციალისტს "ქალაქელებთან" სამწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული და სავარაუდოდ ხელშეკრულების ამოწურვისთანავე ის დიდ ფეხბურთს საბოლოოდ დაემშვიდობება.

"ვფიქრობ, "მანჩესტერ სიტიში" მომდევნო 3 სეზონს გავატარებ და სამწვრთნელო კარიერასაც დავასრულებ, ამაში დარწმუნებული ვარ. სათადარიგოთა სკამზე ყოფნას 60 ან 65 წლამდე არცერთ შემთხვევაში არ ვაპირებ. უკვე ვგრძნობ, რომ დამშვიდობების დრო ახლოვდება". - განაცხადა გვარდიოლამ.

ესპანელის სამწვრთნელო კარიერა 2007 წელს "ბარსელონას" ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო. 2008-2012 წლებში იგი კატალონიელთა პირველ გუნდსაც ავარჯიშებდა და არნახულ წარმატებასაც მიაღწია, შემდეგ იყო მიუნხენის "ბაიერნი", ხოლო დღეს, როგორც აღვნიშნეთ, იგი "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელია.


საინტერესო

  • beka10
  • 3 იანვარი 2017 19:46
ძალიან დიდი დანაკლისი იქნება ფეხბურთისთვის პეპის წასვლა :/
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით