"ლივერპული" "ბენფიკას" 50 მილიონიან შეთავაზებას გაუკეთებს

3-01-2017, 20:01

ინგლისის "ლივერპული" პორტუგალიის "ბენფიკას" თავდამსხმელის რაულ ხიმენესის შეძენითაა დაინტერესებული და როგორც პირინეული პრესა გვაუწყებს, ფეხბურთელის გადასაყვანად მზადაა ლისაბონელებს 50 მილიონი ევრო გადაუხადოს.

დენი ინგსისა და დანიელ სტარიჯის ხშირი ტრავმები იურგენ კლოპის გუნდის შეტევის ხაზს სერიოზულ დარტყმას აყენებს და ამ პოზიციაზე მერსისაიდელებს პრობლემები მთელი სეზონის განმავლობაში პერმანენტულად აწუხებთ.

გერმანელი სპეციალისტი შეტევის წინა ხაზში ხშირად რობერტო ფირმინოს იყენებს, თუმცა ბრაზილიელი გაცილებით უკეთ თავს შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე გრძნობს.

მექსიკელი რაულ ხიმენესი ლისაბონის "ბენფიკას" 2015 წელს შეუერთდა. მას შემდეგ მან 63 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 20 გოლის გატანაც მოახერხა.

საინტერესო

  • beka10
  • 3 იანვარი 2017 20:01
ნამდვილად საინტერესო ფეხბურთელია...
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით