აბა, "ტორპედო" იაფად!

4-01-2017, 10:59

საქართველოს დავით ყიფიანის თასის მოქმედი გამარჯვებული ქუთაისის "ტორპედო" აუქციონზე გაიყიდება. იმერული გუნდის საწყისი ფასი აუქციონზე 700 000 ლარით განისაზღვრა. 


ჯერჯერობით უცნობია როდის განხორციელდება ტორპედოს გასხვისება და ვის მფლობელობაში გადავა გუნდის საკონტროლო პაკეტი. ქუთაისის "ტორპედოს" შეძენა რამდენიმე ბიზნესმენს სურს, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული ინფორმაცია არ ვრცელდება.


ისტორიის განმავლობაში "ტორპედო" საქართველოს ჩემპიონი სამჯერ გახდა, ხოლო საქართველოს თასს ასევე სამჯერ დაეუფლა.


საინტერესო

  • kuso
  • 4 იანვარი 2017 16:35
700€ 3-kviris xelfasia,sashvalo evropul klubebshi ert fexburtelze.... joy
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით