გალიარდინის აგენტი "ინტერის" ვარიანტს განიხილავს

4-01-2017, 11:30

"ატალანტას" ნახევარმცველის, რობერტო გალიარდინის აგენტი დღეს "ინტერის" ხელმძღვანელობას შეხვდება.

"მე დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვ "ინტერის" ხელმძღვანელობასთან, რათა კონტრაქტის დეტალები განვიხილოთ." - განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა, ჯუზეპე რიცომ.

Sky Italia-ს განცხადებით, ფეხბურთელის სამედიცინო შემოწმება რამდენიმე დღით გადაიდო. გალიარდინი "ატალანტაში" იქამდე დარჩება, სანამ ყველა დეტალი გარკვეული არ იქნება.

ვარაუდის თანახმად, "ნერაძური" გალიარდინში 25-27 მილიონი ევროს გადახდას აპირებს.

მიმდინარე სეზონში გალიარდინი "ატალანტას" მაისურით მოედანზე რვაჯერ გამოვიდა, სადაც კარგი თამაშის მეშვეობით იტალიის ეროვნულ ნაკრებში თამაშის შანსი მიეცა.

საინტერესო

  • levani25
  • 4 იანვარი 2017 21:38
daiwyes axalgazrda italielebis damateba
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით