ჟირუ: "იმედგაცრუებული ვარ"

4-01-2017, 12:00

"არსენალის" ფრანგმა ფორვარდმა, ოლივიე ჟირუმ "ბორმუთთან" მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

პრემიერ ლიგის მე-20 ტურის ერთ-ერთი შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. "ალუბლებმა" "მეთოფეებს" უმასპინძლეს, სადაც გუნდები ფრეზე გაიყარნენ. აქვე გეტყვით, რომ "ბორმუთი" 3:0-ს ამარცხებდა "არსენალს", თუმცა არსენ ვენგერის შეგირდებმა ქულის გადარჩენა მოახერხეს და მატჩი ფრედ დაასრულეს, რაშიც დიდი წვლილი ოლივიე ჟირუს მიუძღვის, რომელმაც მატჩის მიწურულს მე-3 ბურთი გაიტანა. მან ასევე ორი საგოლე გადაცემის გაკეთებაც შეძლო.

"ბედნიერი ვარ, რომ შევძელი და გუნდს დავეხმარე, მაგრამ საბოლოო ჯამში იმედგაცრუებული ვარ.

მოხარული ვარ რომ თამაშში დაბრუნება შევძელით, მაგრამ ეს უფრო ადრე უნდა გაგვეკეთებინა. მოხარული, ვარ რომ "არსენალმა" თავისი ხასიათის გამოვლინება შეძლო." - განაცხადა ჟირუმ BBC-სთან ინტერვიუში.

მიმდინარე სეზონში ოლივიემ პრემიერ ლიგაში 13 მატჩი ჩაატარა, სადაც 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.


საინტერესო

didi ambavi :D
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

პროგნოზები

ცხრილები

დაგვიმეგობრდით