ვენგერი: "იოზილი ჯერ კიდევ საწოლში წევს"

4-01-2017, 11:08

"ბორნმუთთან" დრამატული შეხვედრის შემდეგ, რომელიც 3:3 დასრულდა ("არსენალი" 0:3 მარცხდებოდა), "მეთოფეთა" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი მედიას გაესაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ მესუთ იოზილი ერთი კვირაა თვალით არ უნახავს და ცუდად ყოფნის გამო ის საწოლიდან ვერ დგება.

"ერთი კვირაა მესუთი არ მინახავს, ის ჯერ კიდევ საწოლში წევს და თავს ცუდად გრძნობს. ვფიქრობ, მას მომდევნო თამაშშიც ვერ გამოვიყენებთ". - განაცხადა ვენგერმა გერმანელის შესახებ.

"არსენალი" მორიგ თამაშს ინგლისის თასზე "პრესტონის" წინააღმდეგ გამართავს, ხოლო პრემიერლიგაში 14 იანვარს გავარდნის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატ "სუონსის" გასვლაზე დაუპირისპირდება.

საინტერესო

  • beka10
  • 4 იანვარი 2017 11:34
არადა, რა ფორმაში იყო ბატონი მესუთი
კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ცხრილები

დაგვიმეგობრდით