კონტეს ისტორიული რეკორდის მოხსნის შანსი აქვს

4-01-2017, 12:42

მიმდინარე სეზონი ლონდონის "ჩელსისთვის" მართლაც რომ გამორჩეულია. ანტონიო კონტეს გუნდმა მიჯრით ბევრი შეხვედრა მოიგო და ინგლისის ჩემპიონატსაც დამაჯერებლად ლიდერობს.

"არისტოკრატებმა" 19 შეხვედრაში 49 ქულის დაგროვება მოახერხეს და ამ ტემპს თუ შეინარჩუნებენ, სეზონს 98 ქულით დაასრულებენ. პრემიერლიგის ისტორიაში მსგავსი შედეგი ჯერ არცერთ გუნდს ჰქონია, ასე რომ, იტალიელი სპეციალისტის გაწვრთნილი "ჩელსი" ახლოსაა ისტორიული მიღწევა დააფიქსიროს.

ამ მომენტისთვის ქულათა რეკორდი პრემიერლიგაში ასევე "ჩელსის" ეკუთვნის. 2004/2005 წლის სეზონში ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილმა კოლექტივმა 95 ქულა დააგროვა. იმ დროისთვის დიდიე დროგბა, ფრენკ ლამპარდი და ჯონ ტერი სათამაშო ფორმის პიკზე იმყოფებოდნენ.


საინტერესო

  • basota
  • 4 იანვარი 2017 21:42
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. თუ არ ხართ რეგისტრირებული საიტზე, გაიარეთ რეგისტრაცია

ცხრილები

დაგვიმეგობრდით